Divosan Forte VT6

Diversey რეზერვუარებისა და სისტემების სადეზინფექციო საშუალება
არტიკული: 1023109
294,90 ₾

ღწერილობა

Divosan Forte არის მაღალაქტიური ოქსიდიზირებული სადეზინფექციო საშუალება, დაფუძნებული პერძმარმჟავაზე, და გამოიყენება კვების პროდუქტების, სასმელებისა და რძის პროდუქტების მრეწველობაში .

ძირითადი თვისებები

Divosan Forte არის სტაბილური პერძმარმჟავას ხსნარი (15%), არ აქვს ქაფი და ადვილად ირეცხება. პროდუქტი მაღალეფექტურია ყველა ტიპის მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, მათ შორის ბაქტერიების, საფუარის სოკოს, ობის სოკოს, სპორების და ვირუსების წინააღმდეგ.

Divosan Forte სპეციალურად ფორმულირებულია, როგორც საბოლოო სადეზინფექციო საშუალება ავტომატურ CIP სისტემებში გამოყენებისთვის. პროდუქტს ასევე აქვს სუნის გაქრობის და ლაქების მოცილების საუკეთესო თვისებები.

Divosan Forte განკუთვნილია ავტომატური ინექციისთვის CIP დოზირების მოწყობილობის გამოყენებით.

სარგებელი

· მაღალკონცენტრირებული პროდუქტი ოპტიმალური ეკონომიური ეფექტურობით.

· მრავლფეროვანი და ეფექტური CIP სადეზინფექციო საშუალება, რომლის გამოყენება შეიძლება, ლუდსახარშის, რძის პროდუქტების, უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში და მთლიანად გადამუშავებული კვების პროდუქტების მრეწველობაში.

· ძლიერი მჟანგავი მოქმედება ასევე ხელს უწყობს ლაქების  მოცილებას და აქრობს სუნს.

· ადვილად ირეცხება, არ აფუჭებს პროდუქტს და ყველა ტიპის კვების პროდუქტისთვის უსაფრთხოების გარანტიაა.

·  გარემოზე დაბალი ზემოქმედება, იძლება ისეთ ნივთიერებებამდე, რომელიც უსაფრთხოა გამდინარე წყლების გაწმენდისთვის.

· ვარგისია რბილ ან ხისტ წყალში გამოყენებისთვის.

გამოყენების ინსტრუქციები

გამოიყენეთ Divosan Forte 0.04-2% w/w (0.03-1.8% v/v) კონცენტრაციით, ზედაპირებიდან გამომდინარე. ყოველთვის მთლიანად გადარეცხეთ გამოყენების შემდეგ. კონკრეტული დეტალები იხილეთ ინდივიდუალური გამოყენების მეთოდების ბარათებში.

მოცულობა: 20 ლ