HD Plusfoam VF1

Diversey თერმო კამერის სარეცხი საშუალება
არტიკული: 100019
215,20 ₾

აღწერა:

ტუტეშემცველი, კაუსტიკური ქაფოვანი სარეცხი საშუალება, კვების,სასმელების, რძის მრეწველობაში ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ძირითადი თვისებები:

  • ეფექტურად აშორებს ნამწვავს, ფისოვან ნადებს.
  • გამოიყენება რეზერვუარების გასაწმენდად.
  • ტუტისა და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ნაზავი.

მახასიათებლები:

  • პროდუქტის გამოყენება მიზანშეწონილია ღუმელებისთვის, თერმო კამერებისთვის, შესაწვავი დანადგარებისთვის.
  • გამოყენება შეიძლება ასევე კონვეიერების და სხვა მძიმე ტექნიკის პერიოდული ღრმა წმენდისთვის.

გამოყენება:

გამოიყენეთ კონცენტრაციით: 12-50მლ/ლიტრზე. დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე.

გამოყენებამდე მოავლეთ წყლით გასაწმენდი ობიექტი.

მოამზადეთ ხსნარი 12-48მლ/ლ კონცენტრაციით. საუკეთესო შედეგისთვის, რეცხვის ტემპერატურა უნდა იყოს 30-50°C.

ტემპერატურის ზრდა 54-დან 60°C-მდე მნიშვნელოვნად ამცირებს ქაფის წარმოქმნას და ხდის მას უფრო ეფექტურს დაბალი წნევის პირობებში.

კონტაქტის დრო 5-15წუთი.

ჩამორეცხეთ ცივი წყლით.

გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ საწმენდი ობიექტები თავსებადია კაუსტიკური ხსნარის მიმართ.

ცირკულარული წმენდისას შიდა წვის დანადგარებზე, გამოიყენეთ 30-48მლ/ლიტრზე კონცენტრაციით, 60–71°C ტემპერატურაზე. წმენდის ციკლის დრო უნდა იყოს 20-30წუთი. კარგად ჩამორეცხეთ ხსნარი და გაწმინდეთ საჭიროებისამებრ.

მოცულობა 20ლ.