აღწერა: Suma Dip K1 – არის ლაქების ამომყვანი/ ჩასალბობი სითხე . სპეციალურად შემუშავებული ფინჯნებიდან და თიხის/ ქაშანურის ჭურჭელიდან ძნელად ამოსაყვანი ლაქების მოსაშორებელი ჩასალბობი სითხე.
ძირითადი თვისებები:
- არის ქლორისა და ტუტეს შემცველი ყველაზე ძნელად მოსაშორებელი ლაქების ამომყვანი/ ჩასალბობი სითხე . სითხე, ფინჯნებიდან და თიხის/ ქაშანურის ჭურჭლიდან ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად, შეიცავს მთელი რიგი ინჰიბიტორებისა და კაუსტიკურ ტუტის ნარევს. ფორმულა ასევე შეიცავს ყავის, ჩაისა და ხილის ლაქების ეფექტურად ამომყვან აქტიურ ქლორს.
- მოხმარების წესების გათვალისწინებით, პროდუქტის გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენს. დამტკიცებულია Unilever’s– ის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი უზრუნველყოფის ცენტრის მიერ (SEAC).
მახასიათებლები:
- აშორებს ძნელად ამოსაყვანი ტანინის ლაქებს
- ეფექტურად აშორებს სახამებელს და დამწვარი საჭმლის ნარჩენებს
- ადვილად ხდება დოზირება ხელით ან დოზირების ტუმბოს საშუალებით
- ადვილად ირევა წყალში, დაუყონებლივ იწყებს მოქმედებას.
გამოყენება:
- თბილი წყლით (40-500C) აავსეთ ჩასალბობი რეზერვუარი
- ერთ ლიტრ წყალზე დაამატეთ 6-16 მლ Suma Dip K1
- ჩაალბეთ ჭურჭელი ხსნარში 15-30 წთ, დრო დამოკიდებულია ჭუჭყის დონეზე
- ჩვეულებრივ გადაიტანეთ ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
- დაზიანების თავიდან ასაცილებლად გაფორმებული ფაიფურის ჭურჭელი და პლასტმასის საგნები ჩაალბეთ არაუმეტეს 30 წთ.
- არ გამოიყენოთ მელამინის სახეობის პლასტმასი